Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ იტირო, გთხოვ, გია...“ – სურამელაშვილი გადაცემის ჩაწერის დროს ატირდა – ვიდეო

© courtesy of Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. გადაცემის ჩაწერის დროს მოულოდნელად საიდუმლო გაამხილა და წამყვანმა მისი დამშვიდება ვერ შეძლო.

მომღერალმა გია სურამელაშვილმა თოქ-შოუ „პროფილში“ საიდუმლო გაამხილა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს საყვარელ ადამიანს დაშორდა. მომღერალმა გადაცემაში ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა, მისი დამშვიდება გადაცემის წამყვანს მოუწია.

„არ იტირო, გია, შენი ღირსი არ ყოფილა“, – უთხრა მას მაია ასათიანმა. თუმცა სურამელაშვილი გადაცემის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთი ტიროდა. მისი დამშვიდება ვერც მისმა მეგობარმა, ასევე სტუმრად მყოფმა ზალიკო ბერგერმა შეძლო, რომელიც ხუმრობებით სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდა.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის. გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

იუმორით აღსავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიერთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0