საქართველო რუსეთის სადამკვირვებლო ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე უარს აცხადებს

© courtesy of Georgian Airwaysთბილისის საჰაერო სივრცე
თბილისის საჰაერო სივრცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისიები კავკასიაში საზღვრების გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენების ნებას დართავს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველო არ გეგმავს 2012 წლის გადაწყვეტილების გადახედვას, რომლის თანახმად, მან რუსეთის ფედერაციასთან ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა ცალმხრივად შეწყვიტა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ალექსანდრ გრუშკო - Sputnik საქართველო
გამართლება არ აქვს: რუსეთი აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლას აფასებს

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისიები კავკასიაში საზღვრების გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ფრენების განხორციელების ნებართვას მისცემს.

ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უარყოფს აშშ-ის პრეტენზიებს ღია ცის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში ფრენებთან არის დაკავშირებული, და რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

„2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0