16:49 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1192)
137 0 0

ქვეყანაში კვლავ შეზღუდულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქორწინების სარიტუალო წესი დროებით შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასცა.

მინისტრის ბრძანებით, ქორწინების რეგისტრაციისას  საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოგრაფი.

ასევე, სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა.

სააგენტო ამ დრომდე ქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური სარიტუალო მომსახურებისა და ადგილზე მომსახურების (შენობის გარეთ მომსახურების) გარეშე.

აღნიშნული დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან,  ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ამოქმედდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მომსახურების დროებითი წესები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 23 მაისიდან განისაზღვრა და ის 2020 წლის 15 ივლისამდე იმოქმედებს.

ქვეყანაში  კვლავ შეზღუდულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან, მათ შორის  ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1192)

მთავარი თემები