საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სენაკში აღნიშნა

© photo: courtesy of Nika Latariaსენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მეორე ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოებით და სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში აღნიშნა.

26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ იმართება. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია

სამხედრო მოსამსახურეებს დღესასწაული დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ და სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მიულოცეს.

ღონისძიება ქვედნაყოფში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, მანამდე კი ბრიგადის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მეორე ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოებით და სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა ზუგდიდშიც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასა და პირველი რესპუბლიკის დროს პოლიტიკური მოღვაწის სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო. 

© photo: courtesy of Nika Latariaდამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდიში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სენაკში აღნიშნა - Sputnik საქართველო
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდიში

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... თითოეულ ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოსებ ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით.
ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0