Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აღარ არსებობენ ღირსეული მამაკაცები...“ – ალექსანდრა პაიჭაძის ხმაურიანი აღიარება

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტომოდელი ქალებს საკუთარ თავში გარკვევისკენ მოუწოდებს. მან შოკის მომგვრელი განცხადება გაავრცელა. ნახეთ, რას წერს და უზიარებს „ფოლოვერებს“ სექს-სიმბოლო.

„ქალღმერთებო, საკუთარ თავში გაერკვიეთ და არა კაცებში... სანამ კაცების კრიტიკაში და დაწუნებაში ვიყავი, ჩემმა გონებამ დაიჯერა, რომ აღარ არსებობენ ჩემი კრიტერიუმებისთვის ღირსეული მამაკაცები“, – აღიარებს ალექსანდრა. ცნობილი მოდელი 21 წლის ასაკში დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს.

ალექსანდრას გარშემო უამრავი ქალი გაერთიანდა. მის გვერდს მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობით ათვალიერებენ, თუმცა ქალბატონებისთვის ალექსანდრა ერთგვარ მოტივატორად იქცა. „ჩემი ქაოსის დალაგების პარალელურად დავიწყე აქცენტის გაკეთება მამაკაცის ღირსებებზე, გონებით წარმოვიდგენდი, როგორი ბევრნი არიან ჩემს გარშემო ნამდვილი, გალანტური, განათლებული, საინტერესო, ღრმა, ნიჭიერი, მონდომებული, თავდაჯერებული, უსაფრთხო მამაკაცები და უფრო მეტადაც გამრავლდა ეს ხალხი რეალურ ცხოვრებაშიც...“ – განაგრძობს პაიჭაძე.

View this post on Instagram

ქალღმერთებო, საკუთარ თავში გაერკვიეთ და არა კაცებში... სანამ კაცების კრიტიკაში და დაწუნებაში ვიყავი, ჩემმა გონებამ დაიჯერა, რომ აღარ არსებობენ ჩემი კრიტერიუმებისთვის ღირსეული მამაკაცები.... ნუ ეს შეცდომაც დამიშვია ცხოვრებაში, სხვა ათას უსაყვარლეს შეცდომასთან ერთად... ანუ ჩემი გონება მიმართული იყო მამაკაცების ნეგატიურად აღქმისკენ, (წარსული გამოცდილებიდან), ამიტომაც 1 კვირიანი ურთიერთობები და გაქცევები უკან მოუხედავად ჩემი სტილი იყო.... უამრავი ნაკლოვანება, რომელიც ჩემ შეხედულებებში და აზრებში აღმოვაჩინე, მედიტაციით, წერით, ქოუჩინგის კურსებით, გეშტალტის დამუშავებით, მეტი ფიქრით და ანალიზის საშუალებით გავცხრილე... ჰოდა, ჩემი ქაოსის დალაგების პარალელურად, დავიწყე აქცენტის გაკეთება მამაკაცის ღირსებებზე, გონებით წარმოვიდგენდი, როგორი ბევრნი არიან ჩემს გარშემო ნამდვილი, გალანტური, განათლებული, საინტერესო, ღრმა, ნიჭიერი, მონდომებული, თავდაჯერებული, უსაფრთხო მამაკაცები და უფრო მეტადაც გამრავლდა ეს ხალხი რეალურ ცხოვრებაშიც.... მერე უკვე ჩემს ინტუიციას და ენერგიის მიღება გაცვლას მივენდე და არჩევანის გაკეთებაც გაიოლდა.... მოკლედ ბევრი ვიფიქრე და ვიმუშავე, რომ მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დამეძლია... დრო და საკუთარ თავზე სიამოვნებით მუშაობა ჭირდება მეტი არაფერი. დაალაგებ შენ აზრებს, გაასწორებ დურბინდს და სამყაროსაც მოაქვს ფოკუსირებული სიტუაციები შენს ცხოვრებაში, ტყუილად კიარ ბურღავენ ტვინს ამ ფოკუსით და პოზიტივით.?.. იმედია გამოგადგებათ და დამ♥️ავთ .

A post shared by PRONOIA (@aleksandrapaichadze) on

მოდელის თქმით, ბევრი მუშაობა მოუხდა იმაზე, რომ მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დაეძლია.

ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, მაგრამ ამჯერად მისი სოციალური ქსელის მიმდევრები კრიტიკას ვერ მალავენ. ალექსანდრამ ზუგდიდის ერთ-ერთი ულამაზესი სასტუმროს აივნიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. მზის ჩასვლა და მოდელის მოხდენილი მოძრაობები ბევრმა ადამიანმა მოიწონა, განსაკუთრებით კი მამრობითი სქესის წარმომადგენლები აქტიურობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0