14:24 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1182)
95 0 0

ღამის კლუბებისა და კაფე-რესტორნების საქმიანობის განახლება დღის წესრიგში დგას, თუმცა როდის მიიღებს საქართველოს ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ონლაინ-გამოკითხვის შედეგები დაგვეხმარა შეგვედგინა იმ პრობლემების სრული სურათი, რომელთა წინაშეც დედაქალაქის ღამის კლუბები აღმოჩნდნენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

კალაძის განცხადებით, კლუბების ხელმძღვანელობას მომსახურების გარკვეულ პაკეტს შესთავაზებენ.

„ჩვენ ონლაინ-გამოკითხვა ჩავატარეთ და ღამის კლუბების პრობლემებთან დაკავშირებით სრული სურათი მივიღეთ, კერძოდ, თუ რამდენად იმოქმედა პანდემიამ მათზე. ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ვაპირებთ“, – განაცხადა კალაძემ.

7 მაისს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კავშირმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია შეზღუდვების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი ათასობით ადამიანის პრობლემებზე. 

„სამხატვრო, მუსიკალური და გასართობი მოედნების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და მხატვრების მუშაობა შეჩერდა, რამაც არა მარტო შეაჩერა ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები, არამედ სამსახურის გარეშე დატოვა ათასობით თანამშრომელი და ეჭვქვეშ დააყენა კულტურის მომავალი განვითარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კულტურა სახელმწიფო პოლიტიკაში სტრატეგიული მიმართულებაა, თუმცა არავის იცის, თუ რა გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები.

კულტურის მოღვაწეები სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ დააწესა რიგი შეზღუდვები, მათ შორის მუშაობა შეაჩერა ყველა თეატრმა და მუზეუმმა, დაიხურა კაფე-რესტორნები, აიკრძალა მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1182)

მთავარი თემები