COVID-19 საქართველოში: პაციენტების 72% გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 731 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 526-ს მიაღწია.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 526-ს მიაღწია, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 193 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„დღეს გამოვლენილი ერთი ახალი შემთხვევა საკარანტინო ზონას უკავშირდება და უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია. დღეისათვის ოთხი ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი თბილისის ინფექციური კლინიკიდანაა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 72%-ს მიაღწია. კლინიკაში ამ ეტაპზე 34 დადასტურებული პაციენტი გვყავს და ახალი პაციენტი არ შემოსულა“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11 არასრულწლოვანია.

კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტები აღარ იმყოფებიან, ერთი გამოჯანმრთელებული კი კლინიკას დღეს დატოვებს.

„საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის. რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტები აღარ გვყავს. რაც შეეხება მოზარდებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ცხრა პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 731 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 526-ს (72%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0