კორონავირუსი საქართველოში: ბოლო მონაცემები კლინიკებიდან

© REUTERS / BENOIT TESSIERტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის, კოვიდ ცენტრებში 196 პაციენტი მკურნალობს.

„კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. ორი ახალი შემთხვევის კლასტერი ცნობილია, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
„ბოდიში უნდა მოიხადოს“ - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ შეაშფოთა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში კვლავ სამი პაციენტი რჩება.

რაც შეეხება რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს, ამ დროისთვის 23 პაციენტი რჩება, მათგან 13 კოვიდინფიცირებულია. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

13 პაციენტიდან რვა 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 229 პირი რჩება, თვითიზოლაცია მოეხსნა 920 პირს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 636 პირზე.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 67 პირი.

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხ საეჭვო პაციენტზე ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდებიან. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი რჩება ბოქსირებულ პალატაში და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
ეზუგბაია: „საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობას არ მალავს“

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

კახეთი ისევ მწვანე ზონად რჩება - კორონავირუსზე ჩატარებული 49 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 522 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაიცვალა 12 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 3 511 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 243.

ყველა ახალი ამბავი
0