საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo : Irakli Garibashvili / FBკარანტინი მარნეულში და ბოლნისში
კარანტინი მარნეულში და ბოლნისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 509 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 326 პაციენტია.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 730 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 522 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 326 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეზღუდვები 23 მაისს 00:00 საათიდან გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0