აქცია ქვემო ალვანში: მოსახლეობის ნაწილი თუშეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას მოითხოვს

© photo: Roads Department of Georgia / FBგზის მშენებლობა თუშეთში
გზის მშენებლობა თუშეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
5 მაისს თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას მეწყერმა სამი პირი მოიყოლა. ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

5 მაისს თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას მეწყერმა სამი პირი მოიყოლა. ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩამოწოლილი ზვავისა და მეწყერის შედეგად ჩაიკეტა, კვლავ გასაწმენდია. მათი თქმით, გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია, გზა ჩაკეტილია და მთაში ცხვრის გადარეკვას ვერ ახერხებენ.

გზა თუშეთში - Sputnik საქართველო
თუშეთის გზაზე ზვავსაშიშროებაა: გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია

ადგილობრივები გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ კომპანიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და კონტრაქტორი კომპანიის, შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორი გიორგი წიკლაური შეხვდნენ. მათ მძიმე ტექნიკის შეჩერების მიზეზად მთაში ზვავსაშიშროება დაასახელეს და განმარტეს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა.

გიორგი წიკლაურის განცხადებით, ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია და სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება.

თუშეთის საავტომობილო გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დიდთოვლობის გამო, ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ახმეტის მერიის ინფორმაციით, წელს თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა 5 ივნისს გაიხსნება.

საავტომობილო გზებისდეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0