COVID-19 საქართველოში: პაციენტების 70% გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკში COVID-19 -ის დიაგნოსტიკა
 COVID-19 -ის დიაგნოსტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც კორონავირუსის ინფექცია დაამარცხეს.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 22 მაისისთვის >>

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზი 728 ადამიანს დაუსვეს, აქედან 509 (69,9%) გამოჯანმრთელდა. საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში COVID-19-ს 207 პაციენტი ებრძვის. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამინდელი ინფიცირებულების რიცხვს 2,46-ჯერ აღემატება.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 323 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ის 23 მაისამდე მოქმედებდა - შეზღუდვები 00:00 საათიდან მოიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0