საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები თეთრიწყაროს და საკარანტინო ზონას უკავშირდება

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 216 ადამიანი მკურნალობს. სულ COVID-19 საქართველოში 723 ადამიანს გამოუვლინდა.

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა – ერთი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს, მეორე კი საკარანტინო ზონას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით დიაგნოზით 216 ადამიანი მკურნალობს.

ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ ჰყავს. ამ ეტაპზე კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს.

კიდევ ხუთი პაციენტი კლინიკაში შესაძლო შემთხვევად ითვლება. მათთვის ჩატარებული ტესტირების შედეგები ცნობილი დღის განმავლობაში გახდება.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თბილისის ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკამ კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი მიიღო. იგი 79 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, მას პნევმონია და ტემპერატურა აღენიშნება. ექიმები უახლოეს მომავალში გადაწყვეტენ პაციენტის მკურნალობა გაგრძელდება თუ არა რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: პაციენტების 68%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა

კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 12 მოზარდია. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პირია მოთავსებული.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, StopCov-ის განახლებული მონაცემებით, 723-ს მიაღწია. გამოჯამრთელებულია 495, გარდაცვლილია 12. კარანტინში იმყოფება 3 614 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 316. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში სამი თანამემამულეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0