გომისმთა უნიკალური მთის კურორტი გახდება

© courtesy of Tamar Turmanidzeგომისმთა
გომისმთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და უნიკალური კლიმატური პირობებით გამოირჩევა.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთას დაბის სტატუსი მიენიჭა, რაც მისი განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

გომისმთის განვითარებით საქართველოში უნიკალური კლიმატური პირობების მქონე კიდევ ერთი კურორტი გაჩნდება. დასახლება, სადაც ახლა ხის პატარა სახლებია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, წყალმომარაგებით, ელექტროენერგიითა და გაზიფიცირებით უზრუნველყოფას საჭიროებს. 

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ მიიღებს საქართველო ტურისტებს: გახარიამ დეტალებზე ისაუბრა

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტატუსის არქონა ხელს უშლიდა გომისმთის, როგორც კურორტის, მიზანმიმართულ და ეფექტურ განვითარებას.

სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.

ხელისუფლების განცხადებით, გომისმთისთვის ახალი სტატუსი და  განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე.

გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.

გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარული ხდება. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0