COVID-19: რამდენმა თანამემამულემ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება

© photo: Sputnik / Stringer AirZena - Georgian Airways
 AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 12 409   თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 21  012  თანამემამულეს აღმოუჩინეს.   

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ტურიზმისთვის COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციაა საჭირო

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბოლო მონაცემებით, სამშობლოში საჰაერო გზით 6 916, სახმელეთი გზით 5 103 და საზღაო გზით 390 თანამემამულე დაბრუნდა.

მორიგი სპეცრეისი 22 მაისს რომიდან განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველომ 21 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.
სამშობლოში დაბრუნებული თითოეული მოქალაქე ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. 


ყველა ახალი ამბავი
0