სპეცრეისი ათენიდან: სამშობლოში 180 თანამემამულე დაბრუნდება

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-ის ჩარტერული რეისით 20 მაისს ათენიდან საქართველოში 180 თანამემამულე დაბრუნდება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მგზავრებს შორის არიან არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. ისინი ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. 

თბილისის აეროპორტის ცარიელი დარბაზი - Sputnik საქართველო
როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მიზნით სპეცრეისები უკვე განხორციელდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ–ავივიდან, პეკინიდან, ნიუ-იორკიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ევროპის სხვა ქალაქებიდან.

20 მაისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 12,192 თანამემამულე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე დახმარება საელჩოებმა 20 957 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

მორიგი სპეცრეისი 22 მაისს რომიდან განხორციელდება.

მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში არსებული მონაცემების დამუშავების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყველა ახალი ამბავი
0