Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნასამართლევი ვარ, მე არარაობად მთვლიან...“ – სალომე გოგიაშვილი სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს

© FB / Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელესახემ კორონავირუსის პირობებში სამსახიობო ნიჭი გამოავლინა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს სალომე გოგიაშვილი.

სალომე გოგიაშვილი სულისშემძვრელი განცხადებებით გამოირჩევა. მის გარშემო სკანდალების ტალღა არ წყდება. ტელეწამყვანის ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გოგიაშვილმა „ნანუკას შოუში“ განაცხადა, როგორ დატოვა ყოფილმა ქმარმა ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ და პირწმინდად გაძარცვა. სა­ლო­მეს ოთხი შვილი ჰყავს - მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც თავად ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი ოჯახი, ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც.

View this post on Instagram

Me karantini ro morcheba 😹😹😹😹😹😹😹😹😹😹

A post shared by Salome Gogiashvili (@salomegog) on

პანდემიის დროს სელებრითები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. მათი მეშვეობით უამრავი ადამიანი პოზიტიურ განწყობაზეა. ცნობილი სახეები ვიდეორგოლებს TikTok-ის საშუალებით აქვეყნებენ. სალომე გოგიაშვილმა სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერა. ამ პერიოდის მანძილზე პოზიტიური გმირების განსახიერების გამო სალომეს „ფოლოვერების“ რაოდენობა მკვეთრად მოემატა. თაყვანისმცემლები თავად სთხოვენ ამა თუ იმ პოპულარული ვიდეოს რესპონდენტის იმიჯის მორგებას. აშკარაა, რომ ტელესახეს ეს საუკეთესოდ გამოსდის.

ყველა ახალი ამბავი
0