ზუგდიდში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი ფართოვდება - კორონავირუსი მძღოლის კიდევ სამ ახლო ნათესავს დაუდასტურდა: ცოლ-ქმარს და მათ მცირეწლოვან შვილს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

ამ დროისთვის მძღოლის და, სიძე და დისშვილი, რომლებიც ანაკლიის საკარანტინო ზონაში იყვნენ მოთავსებული, რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში არიან გადაყვანილი.

გარდა ამისა, კარანტინში იმყოფება მძღოლთან კონტაქტში მყოფი 27 პირი, რვა ადამიანი კი თვითიზოლაციაშია. მთლიანობაში COVID-19 მძღოლთან კონტაქტში მყოფ შვიდ პირს, მათ შორის, სამ არასრულწლოვანს დაუდგინდა. 

სატვირთოს მძღოლი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სამკურნალოდ ორი დღის წინ გადმოიყვანეს. 42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში 14 მაისს მოათავსეს. PCR–ტესტით მას კორონავირუსი დაუდგინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. ორკვირიანი თვითიზოლაციის პერიოდის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. ამ დროისთვის ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0