ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება: მართვის უფლების მისაღები გამოცდები განახლდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები სანაპიროზე
მანქანები სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც თეორიული გამოცდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე ჩააბარეს და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ვერ მოასწრეს, ამის გაკეთებას უკვე ორშაბათიდან შეძლებენ

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუშაობას 18 მაისიდან განაახლებს, ამიტომ ყველა მსურველი მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შეძლებს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ავტომობილისტებს ჯარიმების გადახდა გადაუვადეს >>

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო და ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეაჩერა.

 

მოქალაქეებმა, რომლებიც თეორიული გამოცდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე ჩააბარეს, მაგრამ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა ვერ მოასწრეს, ამის გაკეთებას უკვე ორშაბათიდან შეძლებენ.

გარდა ამისა, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ავტომობილების მფლობელები ავტომობილების დარეგისტრირებას და სხვა ოპერაციების განხორციელებას შეძლებენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ყველა მომსახურების განხორციელება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით და მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით მოხდება - პირბადეების, დისტანციის დაცვით და სპეციალური ბარიერების მეშვეობით.

მათვის გამოცდის ჩასაბარებელი ავტომობილი შშმ პირებისთვის - Sputnik საქართველო
რა სიახლეებს ითვალისწინებს მართვის მოწმობის აღების ახალი წესები

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.

ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება:

- სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება;

- ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

ყველა ახალი ამბავი
0