საქართველოს განათლების სამინისტრომ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა

© Sputnik / STRINGER Ты супер!–ის მონაწილე ნანა ვარძელაშვილი
 Ты супер!–ის მონაწილე ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი მოდელის თანახმად, მოსწავლეთა შეფასებისთვის განისაზღვრა ორი აუცილებელი ფორმა – "განმავითარებელი" და "განმსაზღვრელი".

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი შეიმუშავა.

განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით უწყების მიერ შემუშავებული კონკრეტული გეგმების პრეზენტაცია გამართა. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: „ტელესკოლის“ ფორმატმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

შეფასების ახალი მოდელი და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომას აკადემიური სტანდარტის გათვალისწინებით, აღნიშნა მან.

მოსწავლეთა შეფასებისთვის ორი აუცილებელი ფორმა განისაზღვრა – "განმავითარებელი" და "განმსაზღვრელი".

განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელმა სასწავლო წლის განმავლობაში უნდა აღწეროს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკა, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას.

რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას, იგი აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლეების შესაფასებლად სამინისტრომ ალტერნატიული გზებიც შეიმუშავა, კერძოდ, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა. ასევე 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება საერთო ქულები, რომელსაც მოსწავლე მიიღებს პირველ სემესტრში და მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში. 

გოგონა ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო
„ვებსკოლა“ – ახალი პროექტი ქართველი აბიტურიენტებისთვის

გამომდინარე იქიდან, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი ქულა მეორე სემესტრიდან იწყება, მათი ქულები გამოითვლება მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს პირველ სემესტრში შეფასება არ ექნება, მისი ქულები მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება.

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. ამიტომ სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი შეესაბამება არსებულ რეალობას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანა განათლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს განათლების დისტანციური სწავლების მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა.

განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც სტარტი 30 მარტს აიღო. განათლების სამინისტრომ მოამზადა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებს.

ტელეგაკვეთილებს გამოცდილი მაასწავლებლები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

 

ყველა ახალი ამბავი
0