მორიგი სპეცრეისი: საქართველოს მოქალაქეები ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

© Sputnik / STRINGERთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ამსტერდამიდან თბილისში მორიგი სპეცრეისი პარასკევს, 15 მაისს განხორციელდება, რომლითაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 მაისს ამსტერდამი–თბილისის სპეცრეისით სამშობლოში დაბრუნებას 180 თანამემამულე შეძლებს, რომელთა უმეტესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები. 

იტალია - Sputnik საქართველო
ელჩი: იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი შემცირდა

სპეცრეისები უკვე განხორციელდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ–ავივიდან და პეკინიდან. 15 მაისის მონაცემებით, სააქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 11 046 თანამემამულე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე დახმარება საელჩოებმა 20 302 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიაფრენები შეაჩერა. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კრონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 393 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 404 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0