Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანკა კალატოზიშვილი არაორდინარული, ცისფერი აფრიკული ნაწნავებით გამოჩნდა - ფოტო

© photo: courtesy of NaNka Kalatozishviliნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაგიმართლათ! ესთეტიკური ცენტრები სულ რამდენიმე დღეში გაიხსნება. ამ სურათის ნახვის შემდეგ კი ნებისმიერი ასაკის ქალბატონს მოუნდება მსგავსი ცვლილება...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წლებია პოპულარობას ინარჩუნებს და ხშირად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ნანკა ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს მუდმივად აქტიურობს და თავის პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებს. კალათბურთელ ირაკლი კედიასთან დაშორების შემდეგ მსახიობი დამოუკიდებლად ზრდის მათ საერთო შვილს დანიელს, რომელიც უკვე სკოლის მოსწავლეა. ნანკას ტყუპისცალი ძმა ჰყავს – გიორგი კალატოზიშვილი, რომელიც ასოცირებული ტრენერია და სხვადასხვა კომპანიაში წარმატებით საქმიანობს. ნანკას უფროსი დაც ჰყავს – თინათინ რუხაძე, რომელსაც საზოგადოება როგორც წარმატებულ ქალსა და ფსიქოლოგს იცნობს. სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება ტყუპების ერთად გადაღებული ფოტოები, რომელზეც ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა, ამჯერად დიდი ყურადღება ნანკას იმიჯის ცვლილებამ მიიქცია. პოპულარული მსახიობი სასაცილო ვიდეოების გამოქვეყნებას არ უშინდება. მის გვერდზე უამრავი ადამიანი ერთიანდება. კალატოზიშვილის ექსტრავაგანტული გარეგნობა უდიდეს ემოციებს იწვევს.

View this post on Instagram

A post shared by @nanka_kalatozi on

ნანკამ 2000 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წელს გახდა თეატრალური სარდაფის მსახიობი. 2007 წლიდან არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის მსახიობი. 2009-2010 წლებში იყო გადაცემა „სიმართლის დროს“ წამყვანი. 2010 წლიდან „ინტუიციის“ წამყვანი იყო. 2013 წელს დუტა სხირტლაძესთან, კახა კინწურაშვილთან და ლიკა ლაბაძესთან ერთად "იმედის" პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ III სეზონის წამყვანი იყო. შემდეგ უამრავი შემოთავაზება ჰქონდა როგორც კინოში, ასევე თეატრში. თუმცა, გარკვეული პერიოდის მანძილზე მან საკუთარი დროის უმეტესი ნაწილი მცირეწლოვან ვაჟს დაუთმო.

View this post on Instagram

A post shared by @nanka_kalatozi on

გამოქვეყნებულ სურათზე მის იმიჯში თეატრისა და კინოს მსახიობის მორიგი თამამი ნაბიჯი გამოიხატა. ნანკა იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკის საგანი ბევრჯერ გამხდარა, მისი თაყვანისმცემლები მორიგ სიახლეს კვლავინდებურად ელიან. კალატოზიშვილი, თავის მხრივ, მათ ამ სიხლეებს არ აკლებს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ პოზიტიური მსახიობი და ტელეწამყვანი სულ რამდენიმე დღის წინ 41 წლის გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0