მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ავად არის. ამის შესახებ ის თავად ჰყვებოდა. რამდენიმე დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.
„შენ თბილისი გჭირს, სხვა ჟანგბადი ვერ ჩაისუნთქა შენმა ფილტვებმა! მალე გამოგვიჯანმრთელდი ზურა!", "მეგობრებო, გთხოვთ ყველამ ვილოცოთ ზურას გამოჯანმრთელებისთვის“ - წერენ დოიჯაშვილის ახლობლები „ფეისბუქზე“.
2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.