Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე 19 წლის“ - ასე გამოიყურებოდა გიორგი გასვიანი სტუდენტობის პერიოდში - ფოტო

© Photo: Giorgi Gasviani / FBგიორგი გასვიანი
გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სიცრუის დეტექტორის“ შეუდარებელი წამყვანი საკუთარი არქივის სურათებს თამამად აქვეყნებს. ამჯერად ჟურნალისტმა თინეიჯერობის დროინდელი ფოტო გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ტელესახე წლების წინ.

პოლიტიკური თემატიკის გადაცემები ისეთივე რეიტინგით მიჰყავდა, როგორი რეიტინგითაც ქართულ მედიაინდუსტრიაში „სიცრუის დეტექტორი“ სარგებლობს. ყველას კარგად ახსოვს გიორგის გამოჩენა ტელეკომპანია „იბერიაში“. „იბერიაში“ მუშაობის პერიოდი გამორჩეულად ეპატაჟური გამოდგა. ამ არხზე ხმაურიანი გადაცემები სწორედ გიორგი გასვიანის წამყვანობის პერიოდში გადიოდა. მაღალ რეიტინგსა და ინტერესს მისი გადაცემა „ფაბრიკაც“ იწვევდა. გადაცემებში ოპონენტები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, გიორგი გასვიანის მწვავე კითხვები კი საზოგადოებას მათ რეალურ პოზიციასა და სახეს უჩვენებდა. ასე ხდება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ შემთხვევაშიც. გიორგი გასვიანისა და პროდიუსერის პროფესიონალიზმის წყალობით ინტერნეტ-სივრცეში გადაცემის მონაკვეთები ვირუსულად ვრცელდება.

View this post on Instagram

@tv.imedi

A post shared by GIORGI GASVIANI (@giorgigasviani1) on

მას შემდეგ, რაც საქართველოში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და მსოფლიოს სლოგანი „დარჩი სახლში“ ამოქმედდა, სატელევიზიო გადაცემების გადაღებები გადაიდო, თეატრი აღარ მოქმედებს. გიორგი გასვიანმაც დროებით სახლში გადაინაცვლა. ამ დროს სოციალური ქსელი თაყვანისმცემლებთან დაახლოების დიდი შანსია. ქართველი ვარსკვლავები შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ. გიორგი გასვიანმაც სტუდენტობის დროინდელი სურათი გამოაქვეყნა. შეაფასეთ, როგორ შეიცვალა მსახიობი წლების შემდეგ...

გიორგი გასვიანი საზოგადოებამ ჯერ თეატრის სცენიდან მსახიობის რანგში, მოგვიანებით კი პოლიტიკური გადაცემების წამყვანის ამპლუით გაიცნო. პოპულარული ტელესახე სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გადაცემები მაღალ რეიტინგს სწორედ სკანდალებით იღებდა. კრიტიკული კითხვები, სკანდალური სტუმრები და მძაფრი თემების განხილვა – გასვიანის ნიშად იქცა. მისმა უახლესმა ფოტომ დიდი ყურადღება მიიპყრო. გიორგი გასვიანი რამდენიმე ხნის მანძილზე სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე არ ჩანდა. ხაგრძლივი პაუზის შემდეგ გამოქვეყნებულ სურათზე კარგად ჩანს, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი სულ უფრო და უფრო იხვეწება.

ყველა ახალი ამბავი
0