თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო კონსტრუქცია გაჩნდება

© Sputnik / STRINGERგლდანი
გლდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის განცხადებით, მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფერდის გაწყლოვანება გახდა, ფერდმა ჩამოშლა დაიწყო, რამაც საფრთხე შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. გლდანი–ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა.

თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვებით, დედაქალაქში არსებობს მეწყერსაშიში ზონები, რომლებზე დაკვირვებაც მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი ზონა შეშელიძის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მრავალი ობიექტია განთავსებული – კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. 

მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა... მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფერდის გაწყლოვანება იყო. ფერდმა ჩამოშლა დაიწყო, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იქ მომუშავე ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი მერია აღნიშნული პრობლემის მოგვარებას შეუდგა.

საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტებმა მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქციის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს იქნება სამრიგად ხიმინჯოვანი კედელი, რომელიც შეკრული იქნება რკინა-ბეტონის ფილებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. 

„მინდა დავამშვიდო ადგილობრივი მცხოვრებლები. ჩვენ ძალიან ბევრი წერილი და თხოვნა მივიღეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას შევპირდით მაქსიმალურ მხარდაჭერას და რომ მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. ამ პროექტის დახმარებით ყველაფერი მოგვარდება“, – განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი 2021 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მისი განხორციელება კი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 21 მლნ ლარი დაუჯდება.

ყველა ახალი ამბავი
0