Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ოლივია დედას სამზარეულოში ეხმარება - დედა-შვილმა ნამცხვრები გამოაცხო - ვიდეო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიВокалистка группы "А-Студио" Кети Топурия
Вокалистка группы А-Студио Кети Топурия - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლივია გეიხმანი სოციალურ ქსელებში პოპულარობით დედას აღარ ჩამოუვარდება. ბოლო დროს სოციალურ ქსელში მომღერლის გვერდზე ძირითადად გოგონას უსაყვარლესი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.

ვირუსის პანდემიის გამო ვარსკვლავებმა გასტროლებზე უარი თქვეს და სახლში შვილებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ერთობიან. ოლივია გეიხმანმა ცოტა ხნის წინ მომღერალი დედის დახმარება სცადა. ოლივიამ სამზარეულოს დალაგება დაიწყო, მოგვიანებით კი დედასთან ერთად ვახშმის მომზადებას შეუდგა. ქეთა თოფურია, მისი პარტნიორი და ოლივია ერთად ქალაქგარეთ უზარმაზარ სახლში ცხოვრობენ. როგორც ჩანს, პატარა გოგონა მამინაცვალთან თავს კომფორტულად გრძნობს. ახლახან კი დედა-შვილმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებისთვის ერთობლივად ნამცხვრები გამოაცხო.

მომღერალი გასტროლებზე ხშირად იმყოფება, თუმცა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ოლივიასთან დროის გატარებას ყოველთვის ცდილობს. ზაფხულისა თუ ზამთრის არდადეგებზე მომღერალი შვილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გასტროლებზე ყოფნის დროს კი მისი ქალიშვილი ქეთას დედასთან რჩება და ბებო ქართულ ლექსებსა და სიმღერებს ასწავლის. ქეთა მას არაფერში ზღუდავს, მათი ურთიერთობის სრული თავისუფლება ქეთას „ინსტაგრამ-სთორებზე“ შეიმჩნევა.

View this post on Instagram

@olivia_geykhman my love💞

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სკანდალური ცხოვრებითაა ცნობილი. ამჟამად მთელი რუსეთის ყვითელი პრესა მის მესამე პარტნიორს განიხილავს. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0