Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კიდევ ჩაგვკეტავენ? ძალიან ვეჭვობ რაღაცებს...“ - ნუკი კოშკელიშვილი კორონავირუსზე

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვები აქვს, რომელსაც ვერ ხსნის.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ვერ ხვდება, რა შეიცვალა ქვეყანაში და რატომ არის ყველა გარეთ კორონავირუსის პანდემიისას.

View this post on Instagram

რა მაგარია გაზაფხული და როგორ ვმაზავთ... ან არ ვმაზავთ? გუშინ წავედი სოფელში, ზოგადად ვგიჟდები სოფელზე (აგარაკზე არა სოფელზე!) ხოდა იმის და მიუხედავად რომ ჩემმა შვილმა სული გაგვაძრო ისე დაგვღალა, საოცრად ვისიამოვნე. უკანა გზაზე დამუხტული დადებითი ემოციებით ვუყურებდი ქალაქში გამოფენილ ახალგაზრდებს. აი თვალს უხარია, ყველა გარეთ არის, სეირნობს, ნიღბები აქვთ ყელსაბამივით კისერზე ჩამოკიდებული. .. ხოდა თვალს კი უხარია, მაგრამ გთხოვთ გამაგებინოთ, მე არ ვარ ეტყობა მაინც და მაინც ჩახედული.. რა შეიცვალა???? ჩემი ვარიანტებია, რომ შევეგუეთ ამ გრიპს და ისე ამოგვივიდა ყელში სახლში ჯდომა რომ მაგრად დავიკიდეთ... და მეორე ის რომ სახელმწიფო ვეღარ აუდია ასეთ ეკონომიკურ ზარალს და გამოგვიშვა რაც იქნება იქნებაო... რის თქმას ვცდილობ იცით? აი თუ კუბოებს ვერ დავითვლიდით პრი კვირის წინ, ახლა რა შეიცვალა, გეხვეწებით ამიხსენით ვისაც გაგეგებათ... ააააა და კიდევ, არის სადიშროება რომ ორ კვირაში ისეთი ამბავი აიწევა (როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა) რომ ხელ ახლა ჩაგვკეტავენ? აიიი ზოგადად ვერ დავამუღამე ეს კორონა, სულ მგონია რომ რაღაც არ ვიცით, ძალიან ვეჭვობ რაღაცეებს, ოღონდ რეებს მეთვითონაც არ ვიცი😜

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official) on

როგორც კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება ვირუსს შეეგუა და ხელისუფლებამაც, იმის გამო, რომ ეკონომიკურ ზარალს ვერ აუდის, გადაწყვიტა შეზღუდვები ნაწილობრივ მოეხსნა.

„რის თქმას ვცდილობ იცით? აი თუ კუბოებს ვერ დავითვლიდით ორი კვირის წინ, ახლა რა შეიცვალა, გეხვეწებით ამიხსენით ვისაც გაგეგებათ. და კიდევ, არის საშიშროება რომ ორ კვირაში ისეთი ამბავი აიწევა (როგორც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა) რომ ხელახლა ჩაგვკეტავენ? სულ მგონია, რომ რაღაც არ ვიცით, ძალიან ვეჭვობ რაღაცებს“, - წერს კოშკელიშვილი.

საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 372-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 647 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია. გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0