Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დეზინფექცია გრძელდება - თბილისში ქეთევან დედოფლის გამზირი მოირეცხა

გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები და ველობილიკები.

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლებმა ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავეს, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ერთობლივად ახორციელებენ.  

ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნენ.

„გზების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ამჯერად ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა. მოირეცხა როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. 
ქუჩების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: ქუჩების დეზინფექცია ადამიანებისთვის საშიში არაა

დედაქალაქის ქუჩები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ეტაპობრივად მუშავდება. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები. 

შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. ასევე მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები. ღონისძიებების ფარგლებში მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0