Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პატარა ბედნიერებები“ - ნახეთ რა ვითარებაში დააფიქსირეს ლელა მებურიშვილი

© Facebook / Lela Meburishviliლელა მებურიშვილი
ლელა მებურიშვილი   - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი გამორჩეული და ბევრი მაყურებლის საყვარელი მსახიობი საგაზაფხულო განწყობაზეა. ულამაზესი ლელა კორონავირუსის მიუხედავად უახლეს სურათზე განსაკუთრებულად ბედნიერად გამოიყურება. ნახეთ, როგორ პოზირებს „შუა ქალაქის“ თიკა.

ლელა მებურიშვილს სოციალურ ქსელში ლამაზი ფოტოების დადება უყვარს. გემოვნებიანმა მსახიობმა დაოჯახების შემდეგ სტილი რადიკალურად შეიცვალა. მეუღლესთან ერთად ვარსკვლავების თავშეყრის ადგილებში ხშირად ჩნდება, მაგრამ მასთან ფოტოებს ძალიან იშვიათად აქვეყნებს. სოციალურ ქსელში წყვილის მორიგი გამოჩენა უამრავ მოწონებას და ინტერესს იწვევს. რამდენიმე კვირის წინ ლელა მებურიშვილმა ქმრის ძალიან სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა. ბიზნესმენმა ქმარმა ცოლთან თამაში წააგო, რის გამოც ლელა მებურიშვილმა სურვილი შეისრულა და ქმარი ჯამბაზის სტილში მოხატა. ბაჩო საგანელიძის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ბიზნესმენი კამერებსა და ეკრანებს თავს არიდებს, პოპულარული ცოლის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი პოზიტივი და გამოხმაურება გამოწივია. წყვილს ორი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.

View this post on Instagram

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili) on

ლელა სიყვარულს დიდი ხანი მალავდა, მაგრამ ცნობილმა ტაბლოიდებმა მალე გამოააშკარავეს მისი მეორე ნახევარი. ლელას რჩეული ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძეა, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ დირექტორი. ლელას სიყვარულს განათლება საზღვარგარეთ აქვს მიღებული და საქართველოში კარიერას დიდი წარმატებით განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ლელა მებურიშვილი მზიან ამინდში გარეთ გამოვიდა და იასამნები დიდი სიხარულოთ ჩაიხუტა. სწორედ ამ კადრის გამოქვეყნება და თაყვანისმცემლების გამხნევება სცადა ცნობილმა მსახიობმა. „პატარა ბედნიერებები“ - ამ სათაურით სურათი ლელას სოციალურ ქსელს კიდევ უფრო ამშვენებს. საკმარისია აღნიშნული კადრი ნახოთ, თქვენც მოგინდებათ იასამნების სურნელის შეგრძნობა. აღნიშნულმა სურათმა 3 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა. როგორ ჩანს, ლელა მებურიშვილს გაზაფხული განსაკუთრებით უყვარს.

View this post on Instagram

პატარა ბედნიერებები🌸🌸🌸

A post shared by Lela Meburishvili (@lmeburishvili) on

„ვაიმე, ლოყები როგორ გეჩხვლიტებათ“; „რა ლამაზი ხარ!“; „ლელა, ძალიან მიყვარხარ!“ - წერენ აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები. ბაჩოს თავმდაბლობა და ლელას სილამაზე ბევრ ადამიანს მოსწონს. მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილს სამსახიობო კარიერაში პაუზა აქვს, არაორდინარულ და მის შესაფერის ფოტოსესიებში მონაწილეობას ხშირად იღებს. მოდური ჟურნალები, ბრენდული მაღაზიები, სხვადასხვა გასართობი გადაცემები ლელასთან აქტიურად თანამშრომლობენ. „შუა ქალაქში“ მიღწეული პოპულარობის პიკი დღემდე არ ნელდება. ლელას სილამაზით აღტაცებული თაყვანისმცემლები მას სურათების გაზიარებას უფრო ინტენსიურად სთხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0