Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

წელს საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკებია.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, წელს თბილისის საჯარო საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისის თვეში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა - ძირითადად ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებდნენ.

როგორც სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკებია.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციას, იგი 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი, რომელიც კატეგორიების მიხედვით აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
მშობლების საყურადღებოდ: როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია
 

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 ათასამდე ქულა), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები, დედმამიშვილები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ამ ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

თბილისში 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0