„ჩიკას“ შვილი „სანი“ რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულია - ნახეთ რომელ მსახიობს ხვდება

© Photo: Gio Tabidze / FBგიორგი ტაბიძე
გიორგი ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ სანის როლის შემსრულებელი გოგონებში ძალიან პოპულარულია. მას ხშირად უხსნიან სოციალურ ქსელში სიყვარულს და პაემნებსაც უნიშნავენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობი ამავე სერიალის მსახიობზეა შეყვარებული.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟის სანის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი ტაბიძე რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე მსახიობი ნინა ლორთქიფანიძეა.

როგორც გოგონა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ჰყვება, მათი სიყვარულის ისტორია სერიალის გადასაღები მოედნიდან დაიწყო. ერთმანეთს თეატრალური უნივერსიტეტიდან იცნობდნენ, სადაც ჯგუფელები იყვნენ, თუმცა გადაღებებმა ისინი დააახლოვა და სიყვარულიც მოვიდა.

სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში“ ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი სანი დაახლოებით სამი წლის წინ გა­მოჩ­ნდა. ის ჩი­კას უფ­რო­სი ვაჟი და ე.წ. დაჯ­გუ­ფე­ბა „მარ­ქსი­ა­ნე­ლე­ბის“ და­მა­არ­სე­ბე­ლია. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, დაჯ­გუ­ფე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნებს ებ­რძვის და გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხს ეხ­მა­რე­ბა. სა­ნის პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სია, განსაკუთრებით გოგონების მხრიდან, რომლებიც, როგორც გიორგი ტაბიძე ინტერვიუებში აღნიშნავს, ხშირად ანებივრებენ ყურადღებით.

ყველა ახალი ამბავი
0