დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 12

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, გარდაიცვალა – 10, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 452 პაციენტია.

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, გარდაიცვალა – 10, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4717, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 452 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0