მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე საიუბილეო მედლით ჯილდოვდება

© photo: The First Cannelსაიუბილეო მედალი
საიუბილეო მედალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

9 მაისი - Sputnik საქართველო
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს.

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის - სალომე ზურაბიშვილი

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან.თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

 „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 22 მაისამდე იკრძალება ნებისმიერი აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე კულტურული ღონისძიებების, მათ შორის გამარჯვების დღის აღნიშვნა“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

დღესასწაული თქვენთანაც მოვა: პუტინმა ქართველ ვეტერანს წერილი გამოუგზავნა >>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 371 ვეტერანი ცხოვრობს, ყველაზე უფროსი დაახლოებით 103 წლისაა, ყველაზე უმცროსი 94 წლის.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0