„უკვდავი პოლკი – ონლაინ“  ბოლოს მიღებული განაცხადის რეალიზებამდე გაგრძელდება

© Sputnik / Seyran Baroyanუკვდავი პოლკის აქცია
უკვდავი პოლკის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების დღე  9 მაისი მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩვენი ხალხისთვის. და მიუხედავად პანდემიისა, იგი აუცილებლად ლამაზად და დიდებულად უნდა აღინიშნოს. მით უმეტეს, როცა ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა თვითიზოლაციის რეჟიმის დაურღვევლადაა შესაძლებელი

 

წელს ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მოვლენა  „უკვდავი პოლკი – ონლაინ“ ვირტუალური მსვლელობის ტრანსლაცია იქნება. ორგანიზატორებმა 2 მლნ 100 ათასზე მეტი განაცხადა მიიღეს.

ონლაინ–მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა უნდა შეავსონ შემდეგ რესურსებზე: 2020.polkrf.ruok.ruvk.comsber9may.ru.

პროექტის და ონლაინ–მსვლელობის ტრანსლაციის შესახებ  ინფორმაცია მონაწილეებს საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня–ს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე  გააცნეს. სააგენტო ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია. 

„უკვდავი პოლკის“ აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკი“ წელს კორონავირუსის გამო ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე სერგეი მაკაროვის სიტყვებით, აქციაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 9 მაისს, 15:00 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.

„იგი ჩატარდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და მას ახალ რეგიონებიც შეუერთდება – აღნიშნა მაკაროვმა.– ტრანსლაციის ნახვა ღონისძიების დაწყებიდან ნებისმიერ დროს ინტერნეტში შესაძლებელია  „რუსეთის უკვდავი პოლკის“  polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ polk.press ვებგვერდებზე და ონლაინ–კინოთეატრში Окко.  შესაძლებელია ასევე ვიდეოს გადახვევა საჭირო მომენტზე და საკუთარი ვეტერანის დანახვა „უკვდავი პოლკის“ რიგებში“. 

© Sputnik / Alexander Imedashvili9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამართული "უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილე
„უკვდავი პოლკი – ონლაინ“  ბოლოს მიღებული განაცხადის რეალიზებამდე გაგრძელდება - Sputnik საქართველო
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამართული "უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილე

პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფა „სბერბანკს“ დაევალა – რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიქმნა რესურსი, რომელმაც შეძლო ინფორმაციის დიდი ნაკადის მიღება და მრავალსაათიანი ვიდეო–ტრანსლაციის უზრუნველყოფა.

 „ჩვენ ძალზე მოკლე დროში შევძელით ყველა აუცილებელი ტექნიკური პრობლემის გადაჭრა პროექტ „უკვდავი პოლკი–ონლაინ“ ჩასაშვებად, – განაცხადა  „სბერბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილი სტანისლავ კუზნეცოვმა. – გამარჯვების დღემ გააერთიანა პროექტზე მომუშავე მთელი გუნდი და სტიმული მოგვცა ყველაფერი ტექნიკურად უმაღლეს დონეზე მოგვემზადებინა.

დღეისათვის უკვე ჩატვირთულია 2 მილიონზე მეტი ფოტო, ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა კი მუდმივად იზრდება. თითოეული, ვინც საკუთარი ვეტერანის პროფილს შეავსებს, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს წერილს მისი ვეტერანის შესახებ ისტორიის ჩვენების დროის (მოსკოვის დროით) მითითებით“.

პროექტ „უკვდავი პოლკი – ონლაინ“ მონაწილეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელები Одноклассники და ВКонтакте, რომლებიც პროექტის სხვა პარტნიორმა Mail.ru Group–მა შექმნა.

 „ჩვენ ვხედავთ ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია „უკვდავი პოლკი“ და ძალზე სასიამოვნოა, რომ ჩვენ შევძელით მათთვის დახმარება: ონლაინ–მსვლელობაში მსურველთა 66%–ზე მეტმა სწორედ ჩვენი სოციალური ქსელები გამოიყენა. ბევრი მიუთითებდა ომში წასულ რამდენიმე ნათესავს“, – სტატისტიკა წარმოადგინა  „Одноклассники“–სა და „Вконтакте“ კომუნიკაციების დარგში ვიცე–პრეზიდენტმა ოჩირ მანჯიკოვმა. 

უკვდავი პოლკის აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკის“ ვირტუალურ აქციაში მონაწილეობას 600 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას არამარტო უფროსი თაობა, არამედ ახალგაზრდობა: აპლიკაციის მომხმარებელთა თითქმის მესამედი 21 წლამდე ახალგაზრდობაა. იმ პირებს, ვინც ანკეტა შეავსეს, „უკვდავი პოლკის“ ვირტუალური მსვლელობაში თავიანთი გმირების ხილვა სოცქსელებში შეუძლიათ.

მთელი პროექტის მსვლელობის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომელიც 24–საათიან რეჟიმში კონკულტაციას გაუწევს „უკვდავი პოლკი – ონლაინ“ მონაწილეებს ნომერზე 8 – 800 – 20- 1945 – 0.

აღსანიშნავია, რომ თითოეული დატოვებული განაცხადი აუცილებელ დამუშავებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ვეტერანი ონლაინ–მსვლელობაში ერთვება. მოდერატორების მუშაობის თაობაზე ისაუბრა „გამარჯვების მოხალისეების“ ცენტრალური შტაბის თავმჯდომარე ოლგა ამელჩენკოვამ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციის მომზადებაში დახმარებას 3700 მოხალისე გვიწევს, – განმარტა ამელჩენკოვამ.  – გამარჯვების მოხალისეებს მონაწილეების განაცხადების დამუშავებაში შეუერთდნენ „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ისტორიკოსები და „რუსეთის ძიების მოძრაობა“. მუშაობის დაწყებამდე, თითოეული მოხალისე სპეციალურ გადამზადებას გადის. აქტივისტების ასაკი სხვადასხვაა. ყველაზე ასაკოვანი მოხალისე 72 წლისაა, იგი ხაბაროვსკის მხარეში ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებელია“. 

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "უკვდავი პოლკის" პატრიოტულ მსვლელობაში მონაწილეობს
„უკვდავი პოლკი – ონლაინ“  ბოლოს მიღებული განაცხადის რეალიზებამდე გაგრძელდება - Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "უკვდავი პოლკის" პატრიოტულ მსვლელობაში მონაწილეობს

9 მაისის ონლაინ–მსვლელობის ტრანსლაცია დაგეგმილია ქვეყნის მედიაეკრანებსა და მოსკოვის მეტროში, რიგი ტელეკომპანიები აქციას სრულ ან დროებით ფორმატში პირდაპირი ჩართვებით გადასცემენ. გარდა ამისა, მსვლელობის ნახვა შესაძლებელია სოცქსელებში „Вконтакте“ და „Одноклассники“.  ტრანსლაციის ნახვა ასევე შესაძლებელია ონლაინ–კინოთეატრებში Okko, Море.тв, Ivi.ru, РИА Новости–ის და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ის ვებგვერდებზე და რა თქმა უნდა,  „რუსეთის უკვდავი პოლკის“  www.polkrf.ru  და „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“  www.polk.press ვებგვერდებზე.

ყველა ახალი ამბავი
0