Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა აღარ მოქმედებს

© video: Sputnik / Stringerბლოკპოსტი
ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 აპრილის შემდეგ გამკაცრებულ პირობებში მყოფი ხუთი სოფლის მცხოვრებლებს დღეიდან ერთმანეთთან მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სოფელ ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საზარელი ავარია ბოლნისში: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ბოძს შეეჯახა

1 აპრილის შემდეგ გამკაცრებულ პირობებში მყოფი ხუთი სოფლის მცხოვრებლებს დღეიდან ერთმანეთთან მიმოსვლა შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. თუმცა მოქალაქეები ვერ შეძლებენ იმ დასახლებებში გადაადგილებას, სადაც ჯერ კიდევ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ახალი წესების შესახებ ქალაქის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დღეს ადგილობრივებს ესაუბრნენ, ხოლო მოხალისეთა ჯგუფებმა დასახლებაში სამ ენაზე საინფორმაციო პლაკატები გააკრეს.

ექიმი - Sputnik საქართველო
ბოლნისში ადგილობრივებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ექიმებს არ გაატანეს

ქვემო ბოლნისსა და მიმდებარე ოთხ სოფელში 6 აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა, რის შემდეგაც ორი საინკუბაციო ვადაა გასული. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების მხდრიდან შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გაიცა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდვითარებას, 15 გაგზავნილი ნიმუშიდან ლაბორატორიული კვლევის შედეგებით ყველა პასუხი უარყოფითი იყო. მათ შორის იყო ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფი ოთხი პაციენტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 11 თანამშრომელი. ორი დღეა მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის დადასტურებულია 120 შემთხვევა, მათგან 24 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0