Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლევან რატიანი: რამდენიმე წუთში სამი, დღის ბოლოს კი ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტები დატოვებენ. პოზიტიური ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე წუთში სამი, ხოლო დღის ბოლომდე კიდევ ათი პაციენტი დატოვებს, განუცხადა ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსისგან 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა >>>

ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 58 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი კოვიდ-ინფექციის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება არ ვლინდება, უტარდებათ მონიტორინგი. რეანიმაციაში გვრჩება ოთხი პაციენტი. ორი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმეა. ისინი იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, დღეს გამოჯანმრთელებაზე 12 პაციენტის ანალიზები შემოწმდა და პასუხები უარყოფითი იყო.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. აქედან გამოჯანმრთელდა 288 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 446 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარი - Sputnik საქართველო
მოსკოვში ქართული ეკლესია დაიკეტა - წინამძღვარს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0