Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისში ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები 11 მაისიდან მოიხსნება

© photo : Georgian Government / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან თავდაპირველად ათი დღის ვადით აიკრძალა.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისში და თბილისიდან ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები ორშაბათიდან, 11 მაისიდან მოიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 15 აპრილიდან თავდაპირველად ათი დღის ვადით აიკრძალა. შემდეგ ეს ვადა გახანგრძლივდა. ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 5 მაისიდან მოიხსნა.

გარდა ამისა, 14 მაისს ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანშიც, 18 მაისს კი მარნეულში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს დაიწყო. შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე, ამუშავდა ინტერნეტ–მაღაზიები და ღია აგრარული ბაზრები. 

მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. შემდეგი ეტაპები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალით განხორციელდება. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0