ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა სავალი გზა დატბორა

© photo: courtesy of Nika Latariaწყალდიდობა
წყალდიდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - დაიტბორა გზა და დაზიანდა სახნავ-სათესი მიწები.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა - მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
სპეციალისტებმა ხარაგაულში დასაქმებული ჩინელები მოინახულეს

წყალმა დააზიანა ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა, დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, სოფლის შიდა გზა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, თუმცა გზა უკვე გაიხსნა.

გაწმენდითი სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ „უჰანმა” შეასრულა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას აწარმოებს. მერის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს ფინანსურ კომპენსაციას სწორედ აღნიშნული კომპანია გადაუხდის.

ყველა ახალი ამბავი
0