Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლევან რატიანთან საუბრისას გამოჯანმრთელებული პაციენტი პირდაპირ ეთერში ატირდა - ვიდეო

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა მათ მკურნალ ექიმს პირდაპირ ეთერში ჯერ სამადლობელი სიტყვები უთხრეს, თან ერთ-ერთმა ტირილისგან თავი ვერ შეიკავა, ბოლოს მას სიმღერაც მიუძღვნეს.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები - ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი მაშინ ჩართეს, როცა სტუდიაში წამყვანს სტუმრად პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ჰყავდა.

პაციენტებმა, რომლებიც უკვე სახლში იმყოფებიან, მადლიერების ნიშნად მათ მკურნალ ექიმს პირდაპირ ეთერში ჯერ სამადლობელი სიტყვები უთხრეს, თან ერთ-ერთმა ტირილისგან თავი ვერ შეიკავა, ბოლოს მას სიმღერაც უმღერეს.

„ბატონი ლევანის შემოსვლა პალატაში ჩემთვის ზეიმი იყო. ისეთ სტიმულს და ხალისს მაძლევდა, ვერ წარმოიდგენთ. მესამე კვირა გადიოდა, რაც კლინიკაში ვმკურნალობდი და ცოტა შიში გამიჩნდა. ერთ დღესაც შემოდის ბატონი ლევანი ოთახში და მეუბნება, ორ დღეში სახლში უნდა გაგიშვაო. ამ სიტყვებმა ისეთი ძალა მომცა, ვერ აგიწერთ. მაპატიოს მაყურებელმა ცრემლებს ვერ ვიკავებ… ექიმებს სახე არ უჩანდათ, მე მხოლოდ მათ თვალებს ვუყურებდი. სწორედ იმ თვალებში ვკითხულობდი დიდ პატივისცემას ჩემ მიმართ“, – აღნიშნა ლია ხუნწარიამ.

ტესტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა

როგორც გაირკვა, ეს პაციენტები - ლია ხუნწარია და ანა ბაჯიაშვილი 35 წელია მეგობრები არიან და ამდენივე წელია დუეტში მღერიან. დიდი ხნის მეგობრები კორონავირუსის დიაგნოზით ერთ პერიოდში მოხვდნენ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

აქედან გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0