Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეოთხე დღეა, ცხელებით პაციენტი არ შეუყვანიათ

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიტესტები
ტესტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, ცხელებით არც ერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, განაცხადა კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.

ტესტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ სამედიცინო დაწესებულებების სიაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

ქამუშაძის განცხადებით, კლინიკას ამ ეტაპზე არც კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები ჰყავს. თავისუფალია საჩხერის კარანტინის სივრცეც.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში Covid-19-სგან სულ შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საჩხერეში მამაკაცმა 81 წლის მამა მოკლა - დამნაშავე დაკავებულია >>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5002, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 485 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან  სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0