Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძეს შვილი შეეძინათ - ტელეწამყვანი ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანი აქამდე სამი ქალიშვილის დედა იყო, ახლახან კი მეოთხე - ვაჟი შეეძინა. ნახეთ, რა დაარქვა ცნობილმა წყვილმა შვილს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. როგორც ხატიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, ახალშობილს წყვილმა მიქაელ-გიორგი დაარქვეს.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0