„კოვზები ჩავაბარე ბავშვებისთვის პური რომ მეყიდა“ - გაჭირვებული ოჯახი ფარეხში ცხოვრობს

© Photo: Pixabay კოვზები
კოვზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სულის შემძვრელი ისტორია ვრცელდება. დედამ, რომელმაც არ იცოდა ბავშვები როგორ გამოეკვება, პურის საყიდლად ოჯახიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვა დაიწყო.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. მგელაძეების ოთხშვილიანი ოჯახის უმძიმესი ყოფის შესახებ ინფორმაციას „დედების ფონდი“ ავრცელებს. ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებელ ოთახად გადააკეთეს.

ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ მცირეწლოვანი შვილებისთვის პური რომ ეყიდა, კოვზების ჩაბარებაც კი მოუხდა. „3-4 ლარი მომცეს და ბავშვებს პური ვუყიდე“, – ამბობს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი დედა.

ბავშვებს საკმაოდ მოკრძალებული ოცნებები აქვთ: „სათამაშოები… სულ ერთია, როგორიც იქნება“, „ტელევიზორი რომ მუშაობდეს“, „პლასტელინი, სახატავი რვეული, ფანქრები“, „სათამაშო მანქანა, ტორტი…“

დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პირადად მისამართზე: გლდანი, გიორგიწმინდა – იმერეთის ქუჩა N9. ანგარიშის ნომრები: GE17TB7174136080100007; GE46BG0000000689979800.

ყველა ახალი ამბავი
0