Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვცდილობ ხშირად დავუთმო...“ - ნიკოლოზ გამყრელიძეს ულამაზესი ოჯახი ჰყავს - ფოტოები

© photo: Nikoloz Gamkrelidze / FBნიკოლოზ გამყრელიძე
ნიკოლოზ გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ გამყრელიძე მთელმა საქართველომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეწამყვან თათია შარანგიას „ინსტაგრამის ლაივში“ ჩართვისას მისი და მისი მეუღლის სოფო კომახიძის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც გაირკვა, წყვილს საკმაოდ ჰარმონიული ოჯახი აქვს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტს ითვლის.

View this post on Instagram

#rome

A post shared by Sopo Komakhidze ✨ (@sopokom) on

„საერთო მეგობარი გვყავს, 2005 წელს გავიცანით ერთმანეთი და 2007 წლის თებერვალში დავქორწინდით, უკვე 13 წელი გავიდა. სოფოში ყველაზე მეტად ის სითბო მიყვარს, რაც ოჯახის, ჩემი და ჩემი ბავშვების მიმართ აქვს. ვცდილობ ხშირად დავუთმო, მაგრამ უფრო დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ექიმმა.

View this post on Instagram

A post shared by Sopo Komakhidze ✨ (@sopokom) on

თათია შარანგია დაინტერესდა, როგორი კულინარია უმცროსი გამყრელიძის მეუღლე. ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ოჯახს უმეტესად რესტორნებში სიარული უყვარს და სახლში იშვიათად აკეთებენ კერძებს. მეუღლე ძალიან დაკავებულია, ბოლო ორი წელი სწავლა გადაწყვიტა, სამსახურს თავი დაანება და სამ ბავშვს უვლის.

View this post on Instagram

🥰

A post shared by Sopo Komakhidze ✨ (@sopokom) on

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან 1 აპრილს განიკურნა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც საქართველოში ვირუსი დაუდგინდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პაციენტი #5, ვისგანაც გამყრელიძეს კორონავირუსი გადაედო, ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა.

View this post on Instagram

🤩🥳

A post shared by Sopo Komakhidze ✨ (@sopokom) on

სწორედ პაციენტი #5 გახდა NCDC-ს დირექტორის შვილისა და სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" თანამშრომლის ნიკოლოზ გამყრელიძის ინფიცირების წყარო, როდესაც იტალიიდან დაბრუნებული თათბირზე მივიდა. ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობდა, რომ პაციენტ #5-ს სტრესი ჰქონდა და მომხდარში თავს იდანაშაულებდა. მისი აზრით, ნაწილობრივ ამანაც განაპირობა ის, რომ დიდი ხანი ვერ გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0