Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როცა ერთი დღე მაშორებს ჩემს ბიჭთან შეხვედრას, უცებ შემეშინდა...“ - ხატია სიჭინავა

© Photo: Khatia Sichinava / FBხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება. ნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო და რის გაკეთებას აპირებს ჟურნალისტი.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი დღე აშორებს მშობიარობასთან და ახლა აღმოაჩინა, რომ ეშინია.

View this post on Instagram

ჩემთვის პანდემია და 2020ის ნეგატიური გაელვება არ ყოფილა ამ წელს მნიშვნელოვანი 🤷🏼‍♀️ რადგან ბევრად მნიშვნელოვანი ამბისთვის ვემზადები მთელი 9 თვეა 🤰🏼 და აი როცა ერთი დღე მაშორებს ჩემს ბიჭთან შეხვედრას, უცებ შემეშინდა 🤢 არა საკეისროსი კი არა, ან ოპერაციის შემდგომი პერიოდის, შემეშინდა , რომ ბიჭის დედობა არ ვიცი და უცხოა ჩემთვის 🙈 ჩემი გოგოები , ჩემნაირები, პრანჭიები, ნაზი და სათუთი არსებები. მაგრამ ბიჭი 😳 როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა და ვარ თუ არა მზად ვიყო ბიჭის დედა 💙 ნუ ამ კითხვაზე პასუხს თავს მაინც ვერ ავარიდებ 😂😂 მაშ ასე ... დარჩა ერთი დღე 🙌🏽 და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის 🙏🏼❤️ მიყვარხართ 🥰 #soon #son

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝓲𝓮 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

მისი თქმით, შიშის მიზეზი ისაა, რომ სამი გოგონას დედობის შემდეგ არ იცის როგორ გაართვას თავი ბიჭის დედობას. „როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა და ვარ თუ არა მზად ვიყო ბიჭის დედა, ნუ ამ კითხვაზე პასუხს თავს მაინც ვერ ავარიდებ“, - წერს ხატია სიჭინავა.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს სამი ქალიშვილი ჰყავთ, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ახლა წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილი ვაჟს ელოდება.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0