Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძემ შეყვარებული გამოაჩინა - ნახეთ ვის ხვდება სკანდალური მოდელი

© Photo: Tamo tamo vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე და დუდი ზირაქიშვილი
თამო ვაშალომიძე და დუდი ზირაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტომოდელობით ცნობილი თამო ვაშალომიძე ბოლო პერიოდის მანძილზე აღარ აქტიურობს. მისი ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში აღარ ვრცელდება. მიუხედავად ამისა, მის გვერდზე მამაკაცები აქტიურობენ და არ ნებდებიან. აღმოჩნდა, რომ მოდელი შეყვარებულია.

ყველასათვის ცნობილი თამო ვაშალომიძე ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არც ჟურნალებში, არც ონლაინ-პორტალებზე და არც ტელევიზიებში აღარ ჩნდება. ფოტომოდელმა სხვადასხვა ხერხით ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ეპატაჟური, თამამი, სკანდალური და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებით გამორჩეული თამო ვაშალომიძე ეროტიკული ხასიათის ფოტოსესიებს არ ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისგან აღარაფერი უკვირს, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი ცხოვრება აოცებთ. ამაზე თამოს სოციალური ქსელების ხელმომწერების სიმრავლეც მეტყველებს – 101 ათასამდე "ფოლოვერი". შესაბამისად, თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა არ იკლებს.

View this post on Instagram

😉

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი და, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება. ცოტა ხნის წინ თამომ ერთ-ერთ გამოცემასთან დაადასტურა, რომ შეყვარებულია და მისი რჩეული აკა სამხარაძეა.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. მის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს. გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

ყველა ახალი ამბავი
0