02:58 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1126)
126 0 0

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 589 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 528 პაციენტია. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ქართველმა მედიკოსებმა კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 215-ს მიაღწია.

ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 589 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 528 პაციენტია. გარდაიცვალა 8 პაციენტი.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1126)

მთავარი თემები