მშობლების საყურადღებოდ: როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესი გამარტივდა.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი, რომელიც კატეგორიების მიხედვით აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება.  

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები (100 ათასამდე ქულა), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები, დედმამიშვილები.

რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) განხორციელდება. 

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესი გამარტივდა.  

კერძოდ, სააგენტოში მისვლის ნაცვლად სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: kidsreg2020@gmail.com.

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი კი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

თბილისში 180-ზე მეტი სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყვეტილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0