Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 566-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6 ადამიანი.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა, კერძოდ, 13 შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

ერთი შემთხვევა უკავშირდება თეთრიწყაროს, ორი – მარნეულს, ოთხი შემთხვევა საკარანტინო ზონაში დაფიქსირდა. დანარჩენი შვიდი პაციენტის ინფიცირების წყარო ზუსტდება. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: კორონავირუსი არ გაქრება – ჩვენ მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

„27 ახალი პაციენტიდან ჩვენს კლინიკაში არც ერთი არ შემოსულა, შესაბამისად, გვრჩება იგივე მონაცემები, რაც გვქონდა გუშინ: გვყავდა 43 პაციენტი, მათგან ორი გამოჯანმრთლდა და ამ ეტაპზე 41 პაციენტი გვყავს. გვყავდა 45 გამოჯანმრთელებული, ახლა კი 47 გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტი შემოვიდა, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან.

ოთხივე შემთხვევა დედა-შვილები არიან.

„ერთი დედა-შვილი გორიდან გადმოიყვანეს, რაც შეეხება მეორე დედა-შვილს, მათი ოჯახის წევრები ჩვენს კლინიკაში უკვე მკურნალობენ და ისინი ცნობილ კლასტერს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 74 პაციენტი მკურნალობს, მათგან 63 - კორონავირუსის დიაგნოზით. პაციენტებს შორის 12 არასრულწლოვანია. 13 ადამიანის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, განაცხადა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 566-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 184, გარდაიცვალა 6. კარანტინში იმყოფება 5 243 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550. კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0