Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაკვრის დროს ვიგრძენი, რომ დედა აღარ არის...“ - დავით ევგენიძის ემოციური ისტორია

© photo: Sputnik / Denis Aslanovდავით ევგენიძის კონცერტი
დავით ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოს დავით ევგენიძეს სევდიანი ისტორია შეემთხვა, რომელიც მის დედას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ მან დედის გარდაცვალება უცნაურად იგრძნო.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ბაქოში კონცერტის დროს შეიტყო, რომ დედა გარდაეცვალა. ამაზე მან ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში ისაუბრა.

დათო ევგენიძის კონცერტი - Sputnik საქართველო
დათო ევგენიძე მსმენელებს ახალ ამპლუაში წარუდგა - ფოტოები

„ალიევის ქალიშვილის ლეილას მიწვევით ვიმყოფებოდი ბაქოში. დედა ავად იყო, მაგრამ რაკი იმ დღეებში უკეთესად გახლდათ, თავს უფლება მივეცი წავსულიყავი ბაქოში. დაკვრის დროს ვიგრძენი, რომ დედა აღარ არის. გავაჩერე, ჩავედი ჩემ ცოლთან – დედა აღარაა-მეთქი. არ დამიმალა. ავედი და გავაგრძელე დაკვრა – ყველა დედას ეძღვნება-მეთქი“, – ჰყვება დათო ევგენიძე.

დათო ევგენიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და ერთი წლის შემდეგ სსრკ-ის შემსრულებელთა კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. 1985-1986 წლებში ევგენიძის მუსიკალური ნაწარმოებები დიდი თეატრის სცენაზე დადგეს. მაშინ დაამთავრა მან მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა.

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
პატარა მომღერალმა დათო ევგენიძე აატირა

1987 წელს ქართველი მუსიკოსის დებიუტი შედგა ნიუ-იორკში. ევგენიძემ დაწერა მუსიკა ბალეტებისთვის - „მოაზროვნე“(როდენი)" (1985, დიდი თეატრი) და „გედების ერთგულება“ (1986, დიდი თეატრი), Эй, ухнем! (1987, ნიუ-იორკი), ახალი ოპერა „საფირონები“ (2004, მოსკოვი), ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებისთვის. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე რუსეთში, აშშ-ში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. 1987-1991 წლებში ესპანეთში სანტა-კრუზის კონსერვატორიაში ასწავლიდა კომპოზიციას.

დავით ევგენიძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში: ფიოდორ ბონდარჩუკის „მეცხრე ასეული“, ვასილი ჩიგინსკის „პირველი ღმერთის შემდეგ“, გიორგი შენგელაიას „სიყვარული ვენახში“, ფარხოტ აბდულაევის „ლოვიტორი“, რეზო გიგინეიშვილის „სიცხე“, ტელესერიალში „უკანასკნელი მოჰიკიანი“.

ლიკა ევგენიძე - Sputnik საქართველო
წყვილმა ნიკა კოჩაროვის დაბადების დღე ზღაპრულ კუნძულზე აღნიშნა - ულამაზესი ფოტოები

დავით ევგენიძე მრავალრიცხოვანი საერთაშორისო პრემიების ლაურეატია. მათ შორის - ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი (მოსკოვი 1983), „ოქროს კურო“ და „ოქროს არწივი“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე ასეული“ (2005), პრემია „ნიკა“ მუსიკისთვის ფილმში „მეცხრე ასეული“ (2005) და „საქართველოს 1997 წლის საუკეთესო მუსიკოსის“ წოდება. ევგენიძე ბევრი სარეკლამო რგოლისა და მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი პერფორმანსის მუსიკის ავტორია. მაგალითად, პროექტი „უწონადობის ანატომია“ (1994, გალერეა Art pictures, მოსკოვი), „პოსტ-მოდერნი“ (2001, თბილისი) და „შენი თავის უფალი“ (2002, თბილისი). თავისუფალ დროს მუსიკოსი ხატავს, წერს ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს ორი პოეტური კრებული - „8501 სიტყვა“ (2002) და „ქართული ფოსტა. პასუხგაუცემელი წერილები“ (2013).

ყველა ახალი ამბავი
0