Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ თვითდასაქმებულებმა და ვის მიმართონ კომპენსაციის მისაღებად - იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ მასალაში

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. თვითდასაქმებული მოქალაქეები მაისში უკვე შეძლებენ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების მიღებას და ამისათვის მათ კატეგორიის მიხედვით რამდენიმე პროცედურა უნდა გაიარონ, ნათქვამია ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური და დეტალური ინსტრუქცია ყველა იმ კატეგორიის მოქალაქის დასახმარებლად, ვისაც ეკუთვნის დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ გასულ კვირას წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად.

ვინ მიიჩნევა თვითდასაქმებულად

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულად მიიჩნევა ის პირი, რომელიც ახორციელებდა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა იმ პირების, ვინც კონტრაქტით მუშაობდა.

თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფო დახმარების მისაღებად 21 მაისს დაიწყება >>

სამინისტრომ ისინი პირობითად ორ კატეგორიად დაყო: შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურად დარეგისტრირებული პირები და ის პირები, რომელთა ეკონომიკური აქტივობა ოფიციალურად არსად არ ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, პირველ კატეგორიაში მოხვდა 150 ათასამდე ადამიანი, მეორე კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა უცნობია.

ვინ შევიდა პირველ კატეგორიაში

ის პირები, რომელთა მიერ გახორციელებული ეკონომიკური საქმიანობა იბეგრება, კუთვნილი 300 ლარის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ 2020 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია შეავსეს და გადასახადები გადაიხადეს.

უფრო მარტივად არის საქმე მიკრობიზნესის შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს სახელმწიფო გაინაწილებს

ინდმეწარმეების შემთხვევაში საკმარისი იქნება 2020 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ან საკონტროლო სალარო აპარატით დაფიქსირებული ბრუნვა.

მცირე ბიზნესის შემთხვევაშიც საკმარისი იქნება პირველ კვარტალში შევსებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია ან სალარო აპარატის ბრუნვა.

ბაზრის მოვაჭრეებისთვის ასევე საკმარისი იქნება პირველ კვარტალში შევსებული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია ან სალარო აპარატის ბრუნვა, თუმცა შემოსავლების სამსახურში მათი საქმიანობის დადასტურება ბაზრის დირექციასაც შეუძლია.

როგორ მივიღოთ 300 ლარი

კომპენსაციის მიღების მსურველმა უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

განაცხადში უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები, საბანკო რეკვიზიტები, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაცია და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მაღაზიაში - Sputnik საქართველო
ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება

იმათთვის, ვინც არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ბაზაში, ეს შეიძლება იყოს საბანკო ამონაწერი, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული ცნობა, ნებართვა ან ლიცენზია, ანდა იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შემოსავალს ან ეკონომიკურ საქმიანობას.

დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ შეიტყოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე - 032 299 299.

ის, ვინც რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, თავის კუთვნილ კომპენსაციას 10 სამუშაო დღეში, მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შემოწმების შემდეგ მიიღებს.

საქართველოში პანდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს EBRD დაეხმარება >>

ხოლო არარეგისტრირებულ პირებს მოუწევთ ლოდინი, სანამ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად შეამოწმებს ყველა მონაცემებს და ორი კვირის შემდეგ უწყებათაშორისი კომისიას თავის დასკვნას წარუდგენს.

კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ ეს ადამიანები თავის კუთვნილ თანხას 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0