საქართველოში ამოქმედებულია შეღავათიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა

© Sputnik / Alexander Imedashviliრიგი აფთიაქში
რიგი აფთიაქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის გარკვეული კატეგორია კვლავ შეძლებს საჭირო მედიკამენტების სიმბოლურ ფასად შეძენას

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოში ერთლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა 3 აპრილიდან ამოქმედდა და ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტს შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

რატომ გაქრა აფთიაქებიდან შეღავათიანი მედიკამენტები>>

მისი განცხადებით, გასულ წელს ამ პროგრამის რეალიზებაში პრობლემა შეიქმნა და უწყებაში ახალ პროგრამაზე დაიწყეს მუშაობა. ახლა პროგრამა ამოქმედებულია და შეღავათიანი მედიკამენტების მეორე, ალტერნატიულ პროგრამას წარმოადგენს.

„ყველა იმ პაციენტს, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ამ პროგრამით სარგებლობდა, შეუძლია, დაუყოვნებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს აფთიაქებში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტიდან ათზე დიფიციტი შეიქმნა. ეს მედიკამენტები საქართველოს მთავრობის ინიციატივით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იყიდება.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
ვინ შეძლებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენას?

2017 წლის ივლისიდან პროგრამით 60 ათასზე მეტი მოქალაქემ ისარგებლა. პროგრამა ეტაპობრივად ფართოვდებოდა და სულ უფრო მეტი რაოდენობის მოქალაქეს და მედიკამენტს მოიცავდა. დროთა განმავლობაში პროგრამის მონაწილეები ჩიოდნენ, რომ აფთიაქებში დასახელებული სიიდან ბევრი წამალი არ იყო.

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ წამლები საქართველოს 188 აფთიაქში იყიდება.

ერთ ლარად მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ პენსიონერებს, ვეტერანებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს, შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე და სხვა კატეგორიის მოქალაქეებს.

საუბარია პრეპარატებზე, რომლებიც გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ.

ყველა ახალი ამბავი
0